
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
მარხვა
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინდა დარწევად არცა
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინდა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კანონებისათა კაცი მიაღწევს იმ პირველ დაბადებული უცოდველ მამულისადა, სადაცა ადამ ნეტარეობდა ვიდრე მარხვის დარღვევამდე, ხოლო ოდეს დაარღვია საზღვარი მარხვისა და გარდახდა მცნებული საზღვრის გარედ, მაშინ გაპირუტყვდა და განიდევნა ძოვნად პირუტყვებრივის გემოთა მიმართ. მაშ ვსცანით, რომ მარხვა ყოფილა სამოთხის მოქალაქობა და ცხოვრება, ვინაიდგან ესე ესრედ არს, ყოველი მმართველი ბუნების წესრიგისა თვისის საზღვრებთა შორის უსათუოდ ხორცითა ამით სამოთხის მოქალაქეა.
|