მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსაცდელები.
ა) ადამიანისათვის ფრიად სასარგებლოა საკუთარი უძლურების აღიარება. სხვადასხვა განსაცდელების, მწუხარებების, განსაკუთრებით კი, ვნებებთან და გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანი დაინახავს, რომ უკიდურესად უძლურია. ეს კი სულის გაჯანსაღების საწინდარია, რადგან იგი სწავლობს, რომ არ მიენდოს საკუთარ თავს, არამედ მოძღვრის შუამდგომლობით უფალთან ეძიოს შემწეობა. „ნეტარია ადამიანი, რომელიც შეიცნობს საკუთარ უძლურებას, - წერს ღირსი მამა ისააკ ასური, - იგი გამოაღვიძებს სულს მოშვებულობისაგან და განმდიდრდება კრძალულებით“.
ბ) არასრულყოფილ ადამიანს ახასიათებს თავის მართლება და საკუთარ შეცდომებში სხვათა დადანაშაულება. ეს კი საზიანოა, რადგან მოჩვენებითი სიმართლით წინსვლის შეფერხების საშიშროება იქმნება, „ასეთი ადამიანი თავს მუდამ შეურაცხყოფილად გრძნობს და სხვასაც შეურაცხყოფს, რითაც უწინდელ ღვაწლს სრულიად უჩინოჰყოფს“ (აბბა დოროთე). „ჩვენი მამები სიმშვიდეს საკუთარი თავის განკითხვით ჰპოვებდნენ. ვინც საკუთარ თავს განაქიქებს, მოუკლებელ სიხარულსა და სიმშვიდეს ჰპოვებს, რადგან თავს ყოველგვარი უსიამოვნების ღირსად მიიჩნევს“. ესოდენ სასარგებლოა საკუთარი თავის განკითხვა. სწორედ მისკენ უნდა მიმართავდეს მოძღვარი სამწყსოს.
გ) მესამე, რაც მართებს მოღვარს შთაუნერგოს მოწაფეს, ეს არის განსაცდელთა მადლობით დათმენა. ღირსი მამა პეტრე დამასკელი ამბობს: „ბრძენი განსაცდელს ღირსეულად შეიწყარებს და თვლის, რომ უმეტესსაც იმსახურებს, განიხარებს, რომ განსაცდელმა მოიხილა ამქვეყნად ყოფნის ჟამს და იმქვეყნად შეუმსუბუქდება ის სატანჯველი, რომელიც თვისი ცოდვებით განიმზადა“.
მწუხარებებსა და განსაცდელებს განმწმენდელი ძალა აქვს ჯერ კიდევ აქ, მიწაზე. როგორც ოქრო განიწმინდება ცეცხლში, ესრეთ განიწმინდება ადამიანის სული განსაცდელებით.

|