თემა: რწმენა
რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ღმერთმა ეს თავისი დიდებისთვის ქმნა. როგორც ბატონი არ მოისურვებს, რომ მსახურები მის ბრძანებებს გამოიკვლევდნენ - განსაკუთრებით საიდუმლო ან მეტად მნიშვნელოვან საქმეებში, ასევე - ღვთის დიდებულებას არ შეეფერება, რომ ადამიანს, მის ესოდენ უმნიშვნელო ქმნილებას განეხილა მისი დაფარული და მიუწვდომელი განგებულება".მართლაც, უნდა დავეთანხმოთ მას, რომ მორჩილება, რასაც უფლის წინაშე რწმენით გამოვხატავთ, არის ხარკი, რომელიც მის უმაღლეს მეუფებას ეკუთვნის.