
თემა: ბოროტება, მტერობა, შურისძიება, წყენა
წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი, რათა პასუხი გაეცეს ორმხრივ წყენას. ამრიგად, წარმოიშობა წყენათა ჯაჭვი; და რამდენადაც თითოეული, რომელიც წყენაზე სანაცვლოს მიაგებს, ბუნებრივია, ეცდება, მოწინააღმდეგე დააუძლუროს და ბრძოლის უუნარო გახადოს, მაშინ, ბუნებრივია, ყოველი შემდგომი წყენა წინამორბედზე უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება. ამ ყოველივედან შესაძლოა, მივხვდეთ, რა სამართლიანად ბრძანებს მოციქული: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განიხილენით" (გალ. 5, 15).