ავტორი:
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
სულიწმიდა სიმდაბლის მასწავლებელია და როდესაც იგი გულში იმკვიდრებს, ადამიანი უკვე ხედავს საკუთარ
სულიწმიდა სიმდაბლის მასწავლებელია და როდესაც იგი გულში იმკვიდრებს, ადამიანი უკვე ხედავს საკუთარ თავს, ხედავს რომ "სიმართლე კაცისა" არის "ვითარცა ძონძი დაშტანის" - ასე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. დემონური ამპარტავნობა კი ის არის, როდესაც ღვთის მადლს, ნამდვილად არსებულს, უარყოფენ როგორც არარსებულს. მეტად მნიშვნელოვანია გავიაზროთ და გვახსოვდეს წმინდა მამების ამგვარი დამოკიდებულება მონაზვნობისადმი. ეს მოგვცემს სულიერ ძალას, შევინარჩუნოთ ჩვენში ჩადებული სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, რომლისკენაც თვით უფალმა მოგვიწოდა: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მთ. 5, 48).
|