
ავტორი:
წმ. გრიგოლ ნოსელი
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: იშუებდ უფლისა მიმართ.. (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევენ. ვინ უნდა უთხრას მათ, რომ არ იზომება ის, რასაც რაოდენობა არა აქვს, ფასი არ ედება უხილავს, არ იწონება უსხეულო, არაფერს ეთანადება უკიდეგანო, არაშედარებადთან შეუთავსებელია გაგება დიდსა და მცირეზე. უფრო დიდს ხომ ურთიერთშედარებით ვადგენთ, ხოლო რასაც დასასრული არ აქვს, უაზრობაა მასზე აღმატებული ვეძებოთ... „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი“ (ფს. 146, 5).
|