წმ. ალექსი ბერი

ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველმხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს,

ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველმხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და იმ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენს თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ისეთი საუცხოო მხატვარია ეს სულის დამღუპველი ამპარტავნება, რომ რაც ნამდვილად ხარ იმას შორს გადაისვრის და რაც არ ხარ, იმას შეგაჩეჩებს ძვირფას სურათად ხელში. ამნაირად ამპარტავნება უძნელებს ადამიანს საკუთარ თავის ცნობას, აძლევს თავის ნაკლულევანება-ღირსების ყალბ ანგარიშს და ამნაირად წინ ეღობება კაცის წინსვლასა და სულიერად ამაღლებას.
 
თემატური კითხვები
0