
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
ამპარტავნება
ამპარტავნებასაც აქვს განრჩევა თითოეულ კაცში, ზოგი ორთა შუა დგას. რასაკვირველია აქვს ამპარტავნება,
ამპარტავნებასაც აქვს განრჩევა თითოეულ კაცში, ზოგი ორთა შუა დგას. რასაკვირველია აქვს ამპარტავნება, მაგრამ ამასთანავე გრძნობს თავის სიამაყეს, ცნობილობს ამგვარ ხასიათის უშვერობას, ცდილობს სიმდაბლის გზით ზიზღით განიკითხოს თავის ულის ზვავი თვისება. წუხს და ნანობს. ხოლო არის ისეთი ამპარტავანი, რომელიც მის სიამაყეს საზღვარს არ უდებს, არა აქვს თავის განკითხვა, სრულიად არ ეკარება მას სიმდაბლის ფიქრები, უკადრისობას, თავმოწონებას და დიდ-რამედ თავის წარმოდგენას ისე შთაუნთქავს, რომ მისი ბუნებრივი სისაწყლე და სიგლახაკე ყოვლადვე დავიწყებია და სხვა არსება, რაგაც ცად ამაღლებული გონია თავის თავი. პირველი ადამიანურ თვისების სასწორზე დგას და მუშაკია სათნოებისა, ხოლო მეორე ცალმხრივად დამძიმებულია, სწორი მისი ერთ-მხარედ ჩაძირულია ქვესკნელად და მას გონია თავისთავი ზეაღფრენილ ყოველ კაცთა უმაღლესად. ესე ვითარი მუშაკი არს საცთურებისა სიბოროტისა; ყოველ ჟამს მოსალოდნელია მის თავზე საფრთხე დასაღუპავი ამპარტავნების საყვარელ ძისაგან, რომელ არს მრისხანება.
|