საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ

საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს - სათნოება-ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცისთვის გნებავს - სათნოება ხორცის საშვებელი არ არის, უფრო სამწუხარო არის: გესმის ბრძანებული იესოს მიერ? "ვიწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად საუკუნოდ". და თუ ამპარტავნებ - სათნოება სულისათვის უხმარი არის, და თუ ვითარ - ვაჩუენოთ. ლოცვის უმჯობესი სათნოება რა უნდა იქმნეს? მაგრამ ფარისეველი რომ ამპარტავნებდა, ამპარტავნებისათვის მისი ლოცვა უხმარი შეიქმნა; ანგელოსის მსგავსი რომ იყო, თუ ამპარტავნება გაქუს, მაშინ უხმარი არის. ამის მიერ დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება: ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოსი იყო; ამპარტავნებამ საძაგელ ეშმაკად ჰქმნა.
 
თემატური კითხვები
3