საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ

საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნებიან მოძღვარნი ამპარტავანთანი, რამეთუ, რა-იგი მას ნებავს, მას ისწავლის, და რა-იგი მოძღვარსა სწადის, არა შეისმენს. რამეთუ ეშმაკნი ღმერთმან შექმნნა ანგელოზად და ამპარტავნებისა მიერ გარდამოცვივნეს, რამეთუ რა-იგი იყო ნება ღმრთისა, არა ქმნეს და რა იყო ნება თვისი, იგი ისწავეს. არამედ მისცა კაცთა ღმერთმან თავისუფლება და, უკეთუ უნებს ვისმე ამპარტავნთაგანსა, განერებისცა ამპარტავნებისაგან ძალითა ღმრთისაითა.
 
თემატური კითხვები
0