ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროისად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით

ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროისად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით უფროისად გესლისა მისგან მწამლველისა, რათა არა მოსწყდეთ სრულიად. არამედ გაქვნდენ თერიაყად გესლისა მის განმაქარველბლად სიმდაბლე და უპოვარებისა მოყვარება. და შეიყვარეთ ნაკლულევანებისა მოთმინება და არა მრავალისა ქონებისათვის ზრუნვა და კმასაყოფელისა დაჯერება, რამეთუ ესენი არიან მომაკვდინებელნი ზეშთამჩენობისა და განმაძებელი ამპარტავნებისა, ესე არს აღმაფრინებელი ზეცად და შემყვანებელი სახლსა ღმრთისასა, მეგობარ მყოფელი სულთა თქვენთა წმიდათა თანა ღმრთისათა და მხიარულმყოფელი განსვენება შინა. ესე არს განმწმედელი ხორცთა თქვენთა და წმიდამყოფელი, რომელ იქმნეს ტაძარ ღმრთისა და მოვიდეს, დაემკვიდროს მას შინა, რომლისათვის ქრისტე ბრძანებს: "მე და მამა მოვიდეთ და სავანე ვყოთ მისთანა და დაიმკვიდროს თქვენ თანა სულმან ყოვლად წმიდამან აწ და უკუნისამდე, ამინ".
 
თემატური კითხვები
0