
ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილი არს
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილი არს“ (რომ. 6, 23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა სიკვდილი. ამიტომაც ადამმა თვად განიმზადა სიკვდილი ღმრთისაგან განშორებით, თანახმად საღმრთო წერილისა: „რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ“ (ფს. 72,27).
|