თემა: მონაზონთათვის, უპოვარება, წუთისოფლის უარყოფა
ანდერძი.
ერთხელ წმიდა არსენთან დიდმოხელე მივიდა და მისი ნათესავის, ახლადგარდაცვლილი სენატორის ანდერძი მიუტანა, რომლითაც ის არსენს უზარმაზარ ქონებას უტოვებდა. წმიდა ბერმა ანდერძი გამოართვა და უნდოდა, იქვე დაეხია, მაგრამ მოხელე ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა:
-ნუ იზამ მაგას მამაო, რადგან სასტიკად დამსჯიან!
მაშინ ამბა არსენმა მას უთხრა:
-ჩემი ნათესავი სენატორი მხოლოდ ახლა მოკვდა, მე კი უკვე დიდი ხანია, მკვდარი ვარ ამა ქვეყნისთვის!
მან ანდერძი უკან დააბრუნა და დიდი მემკვიდრეობა არ მიიღო