თემა: წმინდანები
წმიდანი უნებურად აღძრავს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას.
მეამბოხე მაქსიმე, იმპერატორ გრაციანეს მკვლელი, მოულოდნელად თავს დაესხა იტალიას, სადაც ვალენტინიანე II მეფობდა და ყველგან გაუდაბურება და სიკვდილი დათესა. ჩქარი მდინარესავით უეცრად გაზრდილმა მისმა მხედრობამ მისაფუძვლამდე დაანგრია პიაჩენცა, მოდენა, რეჯია და ბოლონია და ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად შემოხვდა. არ არსებობდა მრისხანება, ტაცება, ურცხვობა, ძალადობა და სიწმიდეთმკრეხელობა, რომელსაც მაქსიმის მხედრობა არ ჩადიოდა. მცხოვრებთა ნახევარი დაიხოცა, მეორე ნახევარი კი იძულებული გახდა, სასტიკ ტყვეობაში ეგმინა. მედიოლანს იგივე ხვედრი ელოდა და სხვებზე მეტად ემუქრებოდა გაუკაცრიელება; რამეთუ ცნობილი იყო, რომ ტირანს წმიდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსი სძულდა, თავის შეყოვნებას იტალიაში მას აბრალებდა და მიაჩნდა მზაკვრად, რომელმაც პირველივე საელჩო დაპყრობისგან იხსნა. მაგრამ მაქსიმემ თავი დაანება მედიოლანს, რომელსაც ირგვლივ ხანძარი ეხვია, არ მოისურვა, წმიდა მღვდელმთავრისთვის სინანულისა და კანონიერი სახელმწიფოსადმი ერთგულების ქადაგებაში ხელი შეეშალა ესოდენ დიდ პატივშია სიწმიდე თვით ტირანთათვისაც კი