თემა: რწმენა,  სინდისი


დიდებულის მიერ რწმენისთვის გაღებული მსხვერპლი.

იუსტინა, დასავლეთ რომის იმპერატორის, ვალენტინიანე II-ის დედა, სასტიკად განრისხდა ამროსი მედიოლანელი ეპისკოპოსის საქციელით, რომელმაც უკიდურესად დაასუსტა არიოზის ერესი და მისი საბოლოოდ დაღუპვა გადაწყვიტა.
    განზრახვის აღსრულებისთვის მან განიზრახა, თავისი შვილის, ვალენტინიანის ბრძანებით გამოეცა ბრძანება, რომლითაც არიანელებს ნებას რთავდა, აშკარად აღესრულებინათ ღვთისმსახურება და ყველას, ვინც მათ რაიმე დაბრკოლებას შეუქმნიდა, მეამბოხედ, საეკლესიო მშვიდობის დამარღვეველად, მეფეთა შეურაცხმყოფელად და სასჯელის ღირს დამნაშავეებად გამოაცხადებდა. ამისთვის მან მოუხმო ბენევოლს პირველ სახელმწიფო მდივანს და ბრძანების მომზადება უბრძანა. მაგრამ ამ კაცმა, რომელიც მართლმადიდებლობას ყველა პატივზე აღმატებულად მიიჩნევდა, ზემოჩამოთვლილის წაკითხვის შემდეგ მისი ნების აღსრულებაზე უარი განუცხადა. დედოფალი მას აიძულებდა, თავისი მრისხანებით ემუქრებოდა, უმაღლეს ხარისხში აყვანასაც შეჰპირდა; მაგრამ ღვთისმოშიშმა დიდებულმა დიდსულოვნად მიუგო:
    -ამ ფასად თქვენი ღირსებების ყიდვა არ მსურს; ისიც წამართვით რაც გამაჩნია, მაგრამ სინდისი და რწმენა დამიტოვეთ.
    ამ სიტყვებით მან მოიხსნა სიმდისი და იოსტინას ფეხებთან დადო. ამის შემდეგ სულ მალე წავიდა ბერსში, სადაც დარჩენილი ცხოვრება ქრისტიანული სათნოებების მკაცრ აღსრულებაში გაატარა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები