თემა: ავადმყოფობა,  სასწაულები


უვერცხლონი მკურნალნი.

წმიდა ვნებულნი - კოზმა და დამიანე ხორციელი ძმები, წარმოშობით რომაელნი, ქრისტიანული სათნოებებით აღზრდილნი იყვნენ. მათ ყრმობიდანვე შეისწავლეს საექიმო ხელოვნება და გასაოცარი ხელოვნებით კურნავდნენ ყველაზე მძიმე სნეულებსაც კი, რამეთუ სულიწმიდის მადლი აერთიანებდათ. მათთან ყოველდღიურად ძალზე ბევრი სნეული მოდიოდა. ღვთისმოშიში ექიმები თავიანთი შრომის ანაზღაურებას არავისგან მოითხოვდნენ. ისინი მხოლოდ ერთს სთხოვდნენ განსაკუთრებულთ - უფალი იესო ქრისტეს რწმენა ჰქონოდათ. მკურნალობის ჟამს ღმერთი მუდამ შეეწეოდათ და მხოლოდ რომში კი არ შრომობდნენ, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც დადიოდნენ და სნეულებს კურნავდნენ, ჭეშმარიტების გზაზე აყენებდნენ. მაგრამ კეთილმორწმუნე ახალგაზრდები თვლიდნენ, რომ სხეულის სნეულებისგან განკურნებითა და სულის ბოროტისგან გათავისუფლებით ყველაფერს როდი აკეთებდნენ და, ამ უდიდეს სათნოებასთან ერთად მოიხვეჭეს მესამეც: ღარიბებს ეხმარებოდნენ. მათ თავიანთი მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, ამ საუნჯეს ყიდიდნენ და მშიერთ კვებავდნენ, შიშველთ მოსავდნენ, შეჭირვებულ ადამიანისადმი ყოველგვარ წყალობას იჩენდნენ.
    მათი კურნების მაგალითი არანაკლებ ღვთისმოყვარე იყო; ისინი ყველა ავადმყოფს ეუბნებოდნენ:
    -ჩვენ მხოლოდ ხელს დაგასხამთ, მაგრამ თავით თვისით არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს; ქრისტეს ყოვლისშემძლე ძალა მოქმედებს - ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა. თუ მას რწმენით მიმართავ, გამოჯანმრთელდები.
    ამრიგად, დასნეულებული წარმართი მათგან ჯანმრთელი - გაქრისტიანებული მიდიოდა. ვაი თქვენ, რომელნიც ქრისტეს სიტყვიერი სამწყსოს მწყემსად და მასწავლებლად ყოფნას აპირებთ, მღვდელთა და ეკლესიის მსახურთა შვილნო! მაგალითად გამოიყენეთ ღვთის მოსაგრენი - კოზმა და დამიანე: იყავით სულისა და სხეულის მკურნალნი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები