image

თემა: ღმერთზე მინდობა

გამხნევდით! როდესაც სულიერი სითბო მოგაკლდებათ, შიშით და ძრწოლით შეუვრდით ღმერთს და ყველანაირად ეცადეთ მის აღდგენას. ყველაფერი მისგანაა, ხანდახან მოწყინება, სევდა, სულის და სხეულის სიმძიმე გეწვევათ, შესაძლოა დიდი ხნითაც, მაგრამ სიმხდალე არ გამოიჩინოთ, მტკიცედ იდექით თქვენს არჩეულ გზაზე. გულმოდგინედ შეასრულეთ დადგენილი კანონები და ნუ მოელით ამით სულის უგრძნობელობა განგეშორებათ. იმასაც არ ელოდოთ, რომ სული ყოველთვის ერთნაირად იქნება გამთბარი და დამტკბარი. ასე არ ხდება. პირიქით, მუდმივად ელოდეთ შემთხვევით ცვლილებებს. თუ მოდუნება და სიმძიმე გეწვევათ, იფიქრეთ, რომ ასეთი ხართ სინამდვილეშიც. სულიერი დატკბობა დაუმსახურებელ წყალობად მიიღეთ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები