ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ამპარტავნება, განკითხვა
ჩემს ყურამდე კოაღწია ცნობა, რომ თქვენს სულში ზოჯერ განკითხვა და შეშფოთება იჩენს თავს. კარგად დააკვირდით. ეს ზოგჯერ კი არა, იშვიათადაც რომ ხდებოდეს, ამითაც არც თუ მცირე უბედურება გელით. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ორ რამეს აღმოაცენებს: საკუთარი თავის ქებას და სხვათა განკითხვას. აი, ბოროტი სამეული, რომელიც დაღუპვისაკენ გაგაქანებთ. ეტლიდან უნდა გამოხსნათ და გაფანტოთ ეს გახელებული ცხენები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ითქვას: წყნარად თუ გაუყვებით გზას, შორს წახვალთ. დააკვირდით, გეთაყვა, საკუთარ თავს უფრო კარგად.
ფიზიკური შრომა საშური საქმეა, მაგრამ მორჩილების საქმე წმიდაა. ნუ განეშორება თქვენს გულს ღვთის ხსოვნა. როგორც სინათლეს ცხედავთ, ისე უნდა ვხედავდეთ უფალს საკუთარი თავის წინაშე და გულში მის ფერხთით სიმდაბლის და შემუსვრილების გრძნობით უნდა ვეცემოდეთ. მაშინ მოვა შიში გამომაფხიზლებელი. კარგი იქნება ვინმე რომ გლანძღავდეთ. გიხაროდეთ ეს თუ მოხდა. როცა გარშემო ყველანი გაქებენ და სიმართლეს არავინ გეუბნებათ, ცუდია. დიდხანს გაგრძელდება კი ეს თქვენი არეული მდგომარეობა? უნებურად დაიწყებთ საკუთარიუ თავის რაიმედ მიჩნევას და სხვების ჭკუის სწავლებას.
ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა სიკეთეში! მაგრამ ფრთხილად იყავით: არ აღმოჩნდეთ იმათ რიგებში, ვინც გარეგნულად მოწესრიგებული, თითქოსდა მშვიდადაა, მაგრამ არ გააჩნია შინაგანი გრძნობები; უამისოდ ხომ არ იწმინდება ადამიანი და არ მოიზიდება ღვთის მადლი. ეს კი მაშინვე მოხდება, როგორც კი გადაიხრებით საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და თვითკმაყოფილებისაკენ, პატივმოყვარეობა რომ გამოამზეურებს.