ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიმდაბლე
თქვენ ისე უნდა უყურებდეთ თქვენს დებს, თითქოს და ისინი მთაზე ან სახურავზე დადიან, თქვენ კი ქვემოთ ხართ - დაბლა. თუ სული რომელიმე დას საკუთარ თავზე დაბლა დააყენებს, მკაცრად უნდა გაიკიცხოთ საკუთარი თავი და მაშინვე გამოითხოვოთ უფლისაგან შენდობა. ყველაზე უბოროტესი რამაა თავმაღლობა, პატივმოყვარეობა და განკითხვა. ეს ჯოჯოხეთური კვამლი და სიმყრალეა! ყველანაირად მიაჩვიეთ თავი იმას, რომ გიხაროდეთ უფრო მეტად მაშინ, როცა არაფრად გაგდებენ, გკიცხავენ ან შეურაცხგყოფენ, ვიდრე - გეფერებიან და გადიდებენ, გკიცხავენ ან შეურაცხგყოფენ, ვიდრე - გეფერებიან და გაგდებენ, გკიცხავენ და შეურაცხყოფენ, ვიდრე - გეფერებიან და გადიდებენ. ეს გზა ყველაზე საიმედოა სიმდაბლისკენ.