ვინც კეთილ საქმეებს არ იქმს, მისთვის სხვისი ლოცვა უსარგებლოა

ერთი მონასტრის წინამძღვარი ღვთივსათნო ადამიანი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ აღავლენდა ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწყალების იმედი მაქვს, შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები, მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში!“.
დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მდებარე სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე მოწაფე გააგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ დაადექი გზას“.
როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად დაინახეს ღატაკი, დაძონძილი კაცი, ძლივს რომ ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა:
-საქმეზე მივდიოდი; მაგრამ აქ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.
-ჩვენ გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით არ შეგვიძლია დახმარება.
ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.
მალე იმავე ადგილას გამოიარა წინამძღვარმა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც მას დამართვოდა, შეეკითხა:
-აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს?
-მათ გაიარეს აქ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.
-შეგიძლია, - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა, - ნელ-ნელა გამომყვე?
-არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა.
-მაშინ მხრებზე შემომაჯექი, - უპასუხა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან...
დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ შორი გზაა, ის კი მძიმეა, სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, აიყვანა იგი ხელში და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა არ იცოდა, რა ეფიქრა, როდესაც უეცრად უძლური მოხუცი გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: "შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; ამ დროს კი მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების შესაბამისად მივუზღავ"

|