ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ხიბლი
ჭეშმარიტი ლოცვა იწყება მაშინ, როცა იშვება გულისხმიერი სითბო, რომელიც წვავს ვნებებს, ასახლებს გულში ნუგეშს, სიხარულს და შეურყეველი სიყვარულით, ეჭვის გარეშე არწმუნებს და განმტკიცებს მას. მამები ამბობენ, რომ ყველაფერი რაც სულში აღიძვრება (შეგრძნებით იქნება ეს თუ სულით), თუკი გული დეჭვდება და არ მიიღებს, არაა ღვთისაგან, არამედ შემოთავაზებულია მტრის მიერ. თუ შეამჩნევ, რომ გონება უხილავი ძალით გარეთ ან მაღლა წარიტაცება, არ ენდო მას და არ მიუშვა ნებაზე, არამედ მაშინვე აიძულე დაუბრუნდეს თავის საქმეს. რაც ღვთისგანაა, ის თავად მოდის, ამბობს წმ. ისააკი, მისი მოსვლის დროს შენ ვერ განსაზღვრავ. მტერი კი ახერხებს შინაგან თავდასხმას. ის გამოუცდელებს მოაჩვენებს რაიმე არასულიერს სულიერად, შეცვლის ერთს მეორით, ვთქვათ, სითბოს ნაცვლად აღძრავს უწესრიგო მხურვალებას, სიხარულის ნაცვლად - ცხოველურ აღტყინებას და სველ სიტკბოებას. თავად კი მშვენივრად ახერხებს ამ ცდუნების მიღმა მიმალვას; მაგრამ დრო, გამოცდილება და გრძნობა ადვილად წარმოაჩენენ მის ხრიკებს იმათ წინაშე, რომელთათვისაც უცხო არაა მისი ბოროტი მახეები. "სასა გემოს უგებს საჭმელს", - ამბოსბ წმ. წერილი (იობ. 34, 3). ასევე სულიერი გემოვნება ყველაფერს ნათლად, ნამდვილი სახით ასხვავებს ისე, რომ არ ვარდება ხიბლში.