
ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 136]
ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ
ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულება: "როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა".