
ავტორი:
ილია II
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება.
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფესელთა, 4,31).