ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: ღვაწლი, სახარება, სასუფეველი
სახარება მოგვიწოდებს, რომ მცირე დიდისთვის დავუტეოთ, უმნიშვნელო - მნიშვნელოვანისთვის, ნაკლებად ფასეული - ძვირად ღირებულისთვის. სახარება უაღრეს და უძვირფასეს სიკეთეს რო არ აღგვითქვამდეს, ვინ იტყოდა უარს ნაკლებად ფასეულზე?
ვინ იტყოდა უარს თაფლსა და რძეზე, უტკბილესი რომ არ ეგემა; ვინ დაუტევებდა დედას და შვილებს, უფრო ახლობელს და მშობლიურს რომ არ შეხვედროდა, ვინ დაშორდებოდა მეგობრებს, რომ არ შეეცნო უფრო მეტად ძვირფასი და სანატრელი, ვინ გაიმეტებდა სიცოცხლეს წამებისა და სიკვდილისათვის, თუ მომავალი საუკუნო ცხოვრება მისთვის სარწმუნო არ იქნებოდა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე რძესა და თაფლზე უტკბესია, დედ-მამაზე მშობლიური, შვილებსა და მეგობრებზე ახლობელი, ყველა ხილულ სიკეთეზე ძვირფასი და თვით სიცოცხლეზე უტკბესი, რამეთუ იგი მარადიულ ნეტარებას გვანიჭებს.