ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიყვარული მტრისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
71. სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს მისგან მიყენებულ ზიანს, ბოროტებას არ აზღვევინებს, ეხმარება კიდეც, როცა ამას შემთხვევა მოითხოვს, რათა, თუ შესაძლო იქნება, ისიც თავის მეგობრად აქციოს. ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებს, მაინც უარს არ ამბობს მისადმი კარგ დამოკიდებულებაზე, ყოველთვის თანაბრად ამჟღავნებს სიყვარულის ნაყოფს ყველა ადამიანისადმი, ასევე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოხატა რა ჩვენდამი თავისი სიყვარული, ევნო მთელი კაცობრიობისათვის და ყველას თანაბრად მოგვანიჭა აღდგომის იმედი. თუმცა კი თითოეული თავად ხდის თავის თავს ან ნეტარების, ან ჯოჯოხეთის ღირსად.