ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიყვარული, დიდებისმოყვარეობა, სიმდიდრე, მწუხარება
72. ვინც ერთნაირ არარაობად არ მიიჩნევს დიდებასა და უბრალოებას, სიმდიდრესა და სიღარიბეს, სიამესა და მწუხარებას, მას ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია სრულყოფილი სიყვარულისათვის. სრულყოფილი სიყვარული არა თუ ყოველივე ამას მიიჩნევს არარად, არამედ თავად ამქვეყნიურ სიცოცხლესა და სიკვდილსაც კი.