ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ვერცხლისმოყვარება, პატივმოყვარეობა, ათეიზმი ურწმუნოება, ღვთის იმედი
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მეტად აქვს, ვიდრე ღვთისა, რომელიც ყველა ქმნილების შემოქმედია და თვით უკანასკნელ და უმცირეს არსებებზეც კი ზრუნავს.