
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
ლოცვა
არაფრით არ შეიძლება ლოცვის ჩაგდება სახლში, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ უფალს
არაფრით არ შეიძლება ლოცვის ჩაგდება სახლში, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ უფალს შევხვდეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მას ეს სურს. არა ისე და მაშინ, როცა შენ გსურს. შენ ფიქრობ: აი, მე მივალ, როცა მომინდება, და მაშინ შევხვდები უფალს. ასე არ გამოვა. ის მოდის მაშინ, როცა მას სურს, და შენგან ითხოვს ყოველჟამიერ მზადყოფნას. ამგვარი ორმხრივი მიმართება, ამგვარი დამოკიდებულება სიყვარულის კანონის შესაბამისობაშია. და თუკი შენ უდარდელად ხარ, არ გაქვს მზაობა უფალთან შეხვედრისათვის, ეს არ შეესაბამება სიყვარულის კანონს, რადგან ჩვენ იმ ღმერთის შვილები და მოწაფეები ვართ, ვისაც სიყვარული ჰქვია
|