ავტორი:
იოვანე ბოლნელი
თემა:
ლოცვა
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავლისმეტყუელ ხართ, ვისარცა-იგი ორგულნი, რამეთუ ჰგონებედ და იტყვედ,
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავლისმეტყუელ ხართ, ვისარცა-იგი ორგულნი, რამეთუ ჰგონებედ და იტყვედ, ვითარმედ მრავლისმეტყველებითა მათითა ისმინოს მათი. კაცო, რაისათვის შურები, რომლისა სასყიდელი არა მოგაქუს, ანუ რაისათვის სთესავ, რომელი-იგი არა მომკად გიც? ანუ რაისა ეძიებ, რომელსა ვერ მიმთხუევად ხარ?
ხოლო ჩუენდა არა ჯერ-არს მსგავსებაი მათი, არამედ ესრე გუასწავებს თვით იგი თავადი უფალი და იტყვის: "ხოლოთქუენ, რაჟამს ილოცვიდეთ, ესრე თქვით: მამაო, ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა"... იხილეთ-ღა კაცთმოყუარებაი ღმრთისაი, რამეთუ მამით ვხადით მას კაცთმოყუარებისათვის და შემოქმედებისათვის."წმიდა იყავნ სახელი შენი!" სახელი მისი ყოვლადვე წმიდა არს, ხოლო უკუეთუ გულნი ჩუენნი განვიწმიდნეთ, (და) წმიდაი იგი სახელი მისი და ყოვლადვე დიდებული სუფევაი მისი მოვიდინ და დაემკვიდრენ ჩუენ შორის. "იყავნ ნებაი შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა". ჭეშმარიტად უკუეთუ იყოს ნებაი მისი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, ყოვლადგვემცა ჩუენ არა შევსცოდეთ მას.
"პური ესე ჩუენი სამარადისოი მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი". ესე მარადის დაუცხრომელად ჯერ-არს ჩუენდა თხოვად, არამედ ჯერ-არსცა მიტევებად ცოდვათა თანამდებთა მათ ჩუენთა.
და ამას ვჰტოფდეთ და ვილოცვიდეთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვევედრებოდით და ვიტყოდით და ვთუათ: "ნუ შემიყვანებ განსაცდელსა, უფალო, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან".
ვინ-მე-მცა იყო, ჰოი საყუარელნო, რომელიმცა არა გამოიცადებოდა, ოდესღა თვით იგი თავადი უფალი გამოიცადებოდა უდაბნოსა ზედა ეშმაკისაგან, და პეტრე, თავი იგი მოწაფეთაი, გამოიცადებოდა ზღუასა ზედა, ოდეს-იგი იწყო დანთქმად, რომლისათვის ემხილა ურწმუნოებაი იგი მისი. მაშინვე უპყრა ხელი უფალმან და არა უტევა დანთქმად. ხოლო აწ ჯერ-არს ჩუენდაცა ქონებად სარწმუნოებაი შეურყეველი, რაითა არა დავინთქნეთ განსაცდელთYაგან, არამედ ვიხსნენიტ ბოროტისაგან, რამეთუ მისი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი უკუნისამდე და მერმეცა.
"უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენცა მამამან თქუენმან, რომელი არს ცათა შინა". ეჰა, საყუარელნო, რაიმე-ცა იყო უადვილესი ამისა და უჰამოვნესი სალბუნი წყლულისა ამის, ანუ ესოდენი სიმარჯუე წყლულისაი ამის, ანუ ესოდენი სიმარჯუე გზისაი ამის? უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგვიტევნეს ჩუენცა ღმერთმან შეცოდებანი ჩუენნი. აწ რაი ყენება არს ჩუენდა, საყუარელნო, არა მიტევებაი ცოდვათაი ძმათა ჩუენთაი? უკუეთუ კუალად არა მიუტევნეთ ძმათა ჩუენთა შეცოდებანი მათნი, იმინე მეორეცა იგი თქუმული პირისაგან უფლისა, რასა იტყვს: "არცაღა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანნი თქუენნი!" ჰოი, საყუარელნო, რაიმცა იყო ამისა უსაშინელეს ანუ უფროის ამისა შესაძრწუნებელი სმენად ესევითარი ხმაი პირისაგან უფლისა? რასა იტყვს? "არღაცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი!" ხოლო აწ ვისწრაფოთ, საყუარელნო, რაითა მიუტევნეთ შეცოდებანი ძმათა ჩუენთა და უფალმანცა მოგვიტევნეს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი.

|