ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
ლოცვა
ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა - ის აუცილებლად ესობა ბოროტს, მაგრამ
ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა - ის აუცილებლად ესობა ბოროტს, მაგრამ ისინი ამით არ ნადგურდებიან და აუცილებლად განახორციელებენ საპასუხო დარტყმას, და აქ მორწმუნემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცას თავი. ბერები საპასუხო დარტყმებს ასკეტიზმით - მარხვით, მღვიძარებით, ლოცვების საუკუნოვანი მწყობრი სისტემით იგერიებდნენ, ერისკაცებს კი ზოგადად ასეთი პირობები და შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ამიტომ ერისკაცებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რამდენი ილოცონ და როგორ!.. "რა შეიარაღება გააჩნია არსენალში", როგორი აქვს "ზურგი". ლოცვა ლექსი არ არის! ლოცვის სიტყვებს აქვს ძალა და ის აწუხებს ეშმაკებს, რის შემდეგაც ისინი გადმოდიან დაუნდობელ და სასტიკ შეტევაზე. რადგანაც ერისკაცებს წუთისოფლის საზრუნავი, ხორციელი პრობლემები, თან ვნებები აწუხებთ, მართებთ დიდი ზომიერებითა და სიფრთხილით მოიკიდნონ ლოცვებს!.. ამაში მათ წმიდა მოძღვრები დაეხმარებიან.
როგორც წესი, დამწყებ მორწმუნეთ ახასიათებთ ლოცვებში "გაუმაძღრობა". ამპარტავან ადამიანებს რაღაცას მიაღწიონ ძალიან სწრაფად, უნდათ ბევრი "ლოცვით" წაიწიონ წინ, თუმცა ეს ლოცვაც არ არის. ისინი უბრალოდ კითხულობენ ლოცვებს და მაინც ზომაზე მეტად იწვევენ ბოროტებს. ბოროტს შეუძლია უცებ არც უპასუხოს, "აცალოს" და მეტიც, თვითონ აღძრას ლოცვისათვის, რათა უფრო ღრმად შეიტყუოს და ერთიანად დააზიანოს, როგორც გონებრივად, ისე სულიერად. ყველა საქმეში აუცილებელია მასწავლებელი, მითუმეტეს სულიერებაში!.. თუ ურჩები არ იქნებით, წმიდა მოXვრები გასწავლიან ლოცვებს და სულიერ წინსვლაში შეგიწყობენ ხელს.

|