ავტორი:
დეკანოზი კ. ცინცაძე
თემა:
ლოცვა
პირველ ყოვლისა ლოცვის დროს საჭიროა ყურადღება, გულის ხმის ყოფა. ჩვენ-კი ხშირად ვიმეორებდით ზეპირად
პირველ ყოვლისა ლოცვის დროს საჭიროა ყურადღება, გულის ხმის ყოფა. ჩვენ-კი ხშირად ვიმეორებდით ზეპირად დასწავლილ ლოცვებს, ვისმენთ სხვის მიერ წაკითხულ წმიდა სიტყვებს, ვიწერთ პირჯვარსა, მოვიყრით მუხლსა, მაგრამ ყურადღება სხვა საგანზედ გვაქვს მიქცეული, გვაგონდება ცოლი და შვილი, ნაცნობნი და მეგობარნი, მათი დავალება და საჭიროებანი. აბა ჩაეკითხენით ხანდის-ხან თქვენს გონებასა, რას მოგვითხრობდა წირვაზედ წაკითხული სამოციქულო ანუ სახარება, და დარწმუნდებით, რომ ტაძარში დგომის დროს გონება ჩვენი სხვაგან ყოფილა.
არ მივემსგავსებით ამ შემთხვევაში ჩვენ იმათ, რომელთათვის ბრძანა მაცხოვარმა: ერი ესე ბაგითა მათითა პატივმცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან, - ამაოდ მსახურებენ მე (მარკ. 7, 6-7)?
მეორე მიზეზად ჩვენის ლოცვის უნაყოფობისა უნდა ჩაითვალოს ორგულობა, ორჭოფობა. უფლისაგან ვითხოვთ მოწყალებასა, მაგრამ ეჭვი გვებადება, აგვისრულებს უფალი თხოვნას, თუ არა. უფალმა-კი გვიბრძანა: ყოველს, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენიან, რამეთუ მოიღოთ და გეყოს თქვენ (მარკ. 11, 24) ლოცვის დროს ჩვენს გულში არავითარ რყევას არ უნდა ჰქონდეს ადგილიისე, როგორც არა ჰქონია გულში ეჭვი წიდოვანს დედაკაცსა, რომელმანცა სთქვა, დაღათუ სამოსელელსა ოდენ მისსა (იეოსსა) შევეხო, ვსცხონდე (მარკ. 5,28) და შეეხო თუ არა, მყისვე განიკურნა სენისაგან თვისისა.
ჩვენ-კი ასეთს სიმტკიცეს ვერ ვიჩენთ დალოცვაც ჩვენი ჰრჩება შეუსმენელად, ვითარცა იტყვის წმ. მოციქული: რომელი ორგულობდეს. ნუ ჰგონებს კაცი იგი, ვითარმედ რაიმე იღოს ღვთისაგან (იაკობ. 1, 6-7).
სხვა მიზეზიც არის ჩვენი ლოცვის უნაყოფობისა. ჩვენს ლოცვას ხშირად აკლია მედგრობა, იძულება ანუ შეუდრეკელობა. მოხდება ხოლმე, ერთისა თუ ორის თხოვნის შემდეგ, თავს ვანებებთ ლოცვას, თითქოს გვეხათრებოდეს ღვთის შეწუხება, უფალმა კი ბრძანა: სასუფეველი ღვთისა იიძულების, რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი (მატ. 11-12). ამ მედგრობის მაგალითს გვაძლევს ჩვენ ქვრივი დედაკაცი, რომელიც მარად დღე ევედრებოდა მსაჯულსა სიცრუისასა: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა, ხოლო მან არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამამდე. ამ მედგრობით გაბეზრებულმა მსაჯულმა სთქვა: რაღათუ ღვთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, უსაჯო მას რათა მარადის მოვიდოდეს და მაწყინებდეს მე.
ამ იგავით უფალმა გვასწავლა: ნუ თუ ღმერთი არ შეისმენს ლოცვასა რჩეულთა მისთა, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე (ლუკ. 18, 1-7).
ლოცვის შეუსმენელობის მიზეზად უნდა ჩაითვალოს ცოდვათა შინა ყოფნაცა. ხშირად ადამიანიუკვე ჩადენილი ცოდვის შენდობისათვის როდი ევედრება ღმერთსა, როდი სცდილობს მოიშოროს ცოდვა თავიდან, განამზადოს გული თვისი სულის წმიდის ჭურჭელად, არამედ ვედრებასა და შესაწირავს მიართმევს სხვა რაიმე მოწყალებისათვის. უფალმა კი უკვე იასაია წინასწარმეტყველის პირით გაგვაფრთხილა ამგვარი ლოცვისათვის. ოდეს განიპყრნეთ ხელნი თქვენნი ჩემდამო, ბრძანებს უფალი, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან, და უკეთუ განამრავლოთ ვედრება, არა შევისმინო თქვენი, რამეთუ ხელნი თქვენნი სისხლით (არიან) სავსე. ხოლო თუ გნებავთ ვისმინო ვედრება თქვენიო, გვამცნებს უფალი, განიბანენათ, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა, ისწავეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქვრივი (ისაია 1, 15-17).

|