
ავტორი:
აბბა ისაია განდეგილი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 49]
თემა:
ლოცვა
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და არანაირად არ დაამწუხრო იგი, არამედ ტირილით წარსდექი მის წინაშე და თქვი: "შენია წყალობა ჩემი ხსნისა, უფალო, რადგან არ ძალმიძს განვერიდო მტერთა ხელებს უკეთუ შენ არ შემეწევი". ილოცე გულით და იგი დაგიცავს შენ ყოველგვარი ბოროტებისგან
|