ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მონაზვნური მოქალაქეობა ანგელოზებრივია

მონაზვნური მოქალაქეობა ანგელოზებრივია

შვილო, სიწმინდეზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან იგი მონაზვნურ სულს აღანთებს, ის საუკეთესო მოწმობაა, რომ მონაზვნური მოქალაქეობა ანგელოზებრივია. სიწმინდეს სულიწმიდა მოხედავს, მასში დაემკვიდრება და მონაზონს სამოთხის განცდა დაეუფლება. ეშმაკი თავს ესხმის სიწმინდეს, ხელი რომ შეუშალოს სულიწმიდის მიერ მის მოხილვას.
ამიტომაც გვაწუხებენ, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რომ სულიწმიდის ჭურჭელი არ გავხდეთ და არ ვიგრძნოთ, რომ მონაზვნური ცხოვრება ანგელოზებრივია. მაშ ასე, მოდი, ვიბრძოლოთ, რათა ღვთის მადლით სულისა და ხორცის სიწმინდე მოვიპოვოთ.
თემატური კითხვები
0