ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ბრძოლის უფლება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვაქვს!

ბრძოლის უფლება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვაქვს!

ეშმაკის თითოეულ მახესა და გულისსიტყვაში სიცრუეა შენიღბული და ადამიანის ცდუნებას ცდილობს. ამიტომ ვილოცოთ, ღმერთმა ჭეშმარიტების ნათლით განგვანათლოს, რომ წყვდიადი განვდევნოთ. ჩვენს ყველა გულისსიტყვაში, სიტყვასა და საქმეში გამარჯვების, დიდებული ჭეშმარიტების ბრწყინვალე დღე გათენდეს და ჩვენც, როგორც მადლის კეთილი მნეები, ანგელოზთა წინაშე ქების ღირსნი გავხდეთ. როდის? როცა ამპარტავნების საფრთხე აღარ დაგვემუქრება, რადგან ბრძოლის უფლება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვაქვს. ამის შემდეგ ჯილდოების, გვირგვინების, ღმერთის შეძენის საუკუნეა, შიშისა და ცრემლის დასასრულია. „და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა” (გამოცხ. 7, 17).
თემატური კითხვები
0