ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ

შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამოეკიდები, რადგან მუდმივად გულდამძიმებული შენს ჯანმრთელობას ავნებ და უარესი იქნება. ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ ანცობას, უფრო მეტი ილოცე და ლოცვა სასწაულს მოახდენს. მაშინ ისინი სასწაულებრივად, ძალისხმევის გარეშე გახდებიან მშვიდი და წყნარი ბავშვები. ბავშვობაში ბევრი ყოფილა ძალიან ცელქი, შემდეგ კი ყველაფრით გასაოცარი ადამიანები დადგნენ. ცელქი ბავშვები, ჩვეულებრივ, გონიერებიც არიან და ხვალ-ზეგ შენი ამაგი, შესაძლოა, ასწილად დაგიფასდეს.
თემატური კითხვები
0