წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ილოცე, ახლა მხოლოდ გამუდმებით ლოცვაა საჭირო!
ილოცე, ახლა მხოლოდ გამუდმებით ლოცვაა საჭირო!
ილოცე, ილოცე, ახლა მხოლოდ გამუდმებით ლოცვაა საჭირო. გამოუთქმელი და აუხსნელია მხურვალე ლოცვის სასწაულები. ადამიანს უკვირს, როგორ დამშვიდდა ზღვა და როგორ ჩადგა გამძვინვარებული ქარი! განსაცდელები ბევრჯერ საშინლად აზვირთებულ ზღვასავით და სასტიკი ქარივით გვატყდება თავს და სრული დაღუპვით გვემუქრება. მაგრამ ხმამაღალი ლოცვით: „მოძღვარო, გვიშველე, ვიღუპებით“, დაინახავ, რომ ყველაფერი სასწაულებრივად დამშვიდდება და გადავრჩებით. ამინ.