წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ლოცვა
ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი
ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი ზრუნვა სჭირდება და მიუხედავად ამისა, თუ მას ღმერთი არ შეეწია და მზე არ გამოაბრწყინა სასწაულთმოქმედი სხივებით, შეუძლებელია რაიმე აღმოცენდეს, გაიზარდოს და აყვავდეს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასეა. ადამიანი ცდილობს ლოცვის სხვადასხვა მეთოდით ღმერთთან ერთობას მიაღწიოს, მაგრამ თუ უფალმა არ აკურთხა და არ შეეწია, ლოცვის ყველა ხერხი და დიდი მონდომება სულიერად უნაყოფო დარჩება.