თემა: სათნოებები

65. ნუ იტყვი, რომ მოპოვებული გაქვს სათნოება შეჭირვების გარეშე, რადგან შეუმოწმებელია იგი უჭირველობის გამო (იგულისხმება, რომ შეჭირვებათა და განსაცდელთა გარეშე ვფლობთ (ჩვენი აზრით) რაიმე სათნოებას, – თუნდაც გულმოწყალებას, ძვირუხსენებლობას, ურისხველობას და მისთ., – ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი სათნოებანი მართლაც ჩვენს ფლობაშია, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ მცირედმა გასაჭირმაც კი მთლიანად განგვიქარვოს ისინი და გულმოწყალის ნაცვლად ულმობელნი გავხდეთ, ძვირუხსენებლის ნაცვლად ავმეხსიერნი და ავმეტყველნი, ურისხველის ნაცვლად კი – უკიდურესად მრისხანენი. ჩვენს თავს სათნოებათა მფლობელად ვთვლიდით იმიტომ, რომ უჭირველობის ჟამს გულმოწყალებასაც ვავლენდით (ზედმეტი სიმდიდრე გვქონდა რა), ძვირუხსენებლობასაც (არავისგან გვახსოვდა რა ცუდი), ურისხველობასაც (ვის მიმართ უნდა გავრისხებულიყავით, ზედმეტად უხვად გვქონდა რა ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთე?), მაშინ როცა ჭეშმარიტი გულმოწყალება და ქველმოქმედება ისაა, ჩვენეულს რომ მოვიკლებთ, შევიჭირვებთ და სხვას მივუბოძებთ. ასევე, ჭეშმარიტი ძვირუხსენებელი ისაა, ვინც მიუხედავად მისდამი გამოვლენილი მრავალგზისი უსამართლობისა და ცილისწამებისა, თავად არავის მიმართ არ იტყვის ცუდს; ასევე, ურისხველობის სათნოებასაც სინამდვილეში სწორედ ის ფლობს, რომელიც მასზე მოწევნილი მრავალგვარი უკეთურების მიუხედავად, არავის მიმართ არ მრისხანდება. ამრიგად, ჭეშმარიტი სათნოებანი სწორედ შეჭირვებათა გზით მოიხვეჭება)
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები