არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე) - ლოცვა
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)

თემა: ლოცვა

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს, დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერთს რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით და გონება სიბრძნით, აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები