ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ღმერთზე მინდობა
184. გადაიტანე უფალზე შენი საქმენი (მიანდე მას) და „ჰპოვებ, – ამბობს, – მადლს“, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჩვენს შესახებაც ითქვას წინასწარმეტყველის მიერ: „ახლოს ხარ შენ, უფალო, მათ ბაგეებთან, მაგრამ შორს ხარ მათი თირკმლებისგან (შდრ. იერ. 12.2). ვერავინ სხვა, იესოს გარეშე, ვერ დაამშვიდებს მყარად შენს გულს ვნებებისგან, თუ არა თავად იესო ქრისტე, რომელმაც შეაკავშირა შორს განდომილნი (ე.ი. შეაკავშირა, თავისი განკაცებით, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება).