წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ლოცვა

ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს ღმერთსა უღირსებასა თვისსა და გამოითხოვდეს მისგან

ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს ღმერთსა უღირსებასა თვისსა და გამოითხოვდეს მისგან ცოდვათა შენდობასა, და თუგინდ მლოცველი ჰგრძნობდეს თავის გულში, რომ მან შეძლებისამებრ თვისისა დაიცვა სჯული ქრისტესი და არა თუ არ შთავარდნილ–არს რომელთამე დიდთა ცოდვათა შინა, არამედ მადლითა ღვთისათა დაუმარხავს მცნებანი ღვთისანი, მაშინაც ამას უნდა მიაწერდეს ღვთის მადლსა და მადლობასა, შესწირვიდეს ღმერთსა, და გამოითხოვდეს მისგან, რათა მომავალს დროსაცა შინა დაიცვას იგი ცოდვათაგან.

 
თემატური კითხვები
0