ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებისა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, აღვიძებს, ანათლებს, ასწავლის, ელაპარაკება. ესრეთი უნდა იყოს სარწმუნოება. ნეტარ ხარ შენ, თუ ესრეთ არს. ესე თუ გაკლია ეს, ევედრე ღმერთსა, რომ შეავსოს ნაკლულევანება შენი მადლითა თვისითა. ამინ.