ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
მარხვა
ჭეშამრიტი მარხულობა უნდა იყოს ჩვენს ძალ-ხონეზე დამოკიდებული, მასთან შეფარდებული, უგუნურება იქნებოდა,
ჭეშამრიტი მარხულობა უნდა იყოს ჩვენს ძალ-ხონეზე დამოკიდებული, მასთან შეფარდებული, უგუნურება იქნებოდა, ერთბაშად ერთ კვირეულში თავი განწირო კაცმა და არაფერი არ ჭამო მარტო წყალზე და პურზე იმყოფებოდე; ეს უტყუარი მაჩვენებელი იქნებოდა ჯანმრთელობის გატეხისა, მისი დაკარგვისა და სუსტი აგებულობის ადამიანისათვის უეჭველად დამღუპველი. ჩვენი ბუნება განსაზღვრულია, იგი თანდათანობითი კანონს ემორჩილება. ამიტომ მარხუოლობასაც თანდათანობით უნდა ვეჩვეოდეთ და არა ერთბაშად ვასრულებდეთ. შენ, ქრისტეანო, თუ შეგიძლია მოთმინების გამოჩენა ერთი, ან ორი დღე ნუ ჭამ. მაგრამ თუ არ შეგიძძლია, უშიშრად ჭამე. მაგრამ იმდენი, რამდენიც საჭიროა ძალ-ღონის შესანახად. საჭმლის მიღების ზომას წმ. ეკლესიის მამები ასე განაწესებდნენ: ჭამე იმედნი, რომ ჭამის შემდეგ შენ კიდევ გქონდეს ნდომა ჭამისა, მთლიანად ნუ მოკლავ ჭამისა და წყურვილის ნდომას. უგუნურ მარხულობას, ღმერთი, რომელმაც იცის ადამიანის სუსტი ბუნება, არ მოითხოვს.
მაშ ასე, საყვარელნო, ვმარხულობთ, მაგრამ არა დიდების გამოჩენისათვის, ვმარხულობთ სულითა და ხორცით, ვმარხულობთ ჩვენი ძალღონის შესაბამისად. სულის ხსნა, სხეულის ჯანმრთელობა და სათნოება ღვთისა იყოს ნაყოფი ჩვენი მოღვაწეობისა. ამინ.
|