
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
მარხვა
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინა გინა დარწევად
ამ მარხვის წესრიგის ძიებით და დაცვით სასწორი ბუნებისა გასწორდება არა მიდრეკად, გინა გინა დარწევად არცა მარჯვნივ და არცა მარცხნივ და ესრედ გასწორებითა ბუნების სასწორისათა სიმართლე და ჭეშმარიტება მოვაჭრებულ არს. მარხვითა ამა ბუნების კანონებისათა კაცი მიაღწევს იმ პირველ დაბადებულ;ი უცოდველ მამულისადა, სადაცა ადამ ნეტარეობდა ვიდრე მარხვის დარღვევამდე, ხოლო ოდენ დაარღვია საზღვარი მარხვისა და გარდახდა მცნებული საზღვრის გარეთ, მაშინ გაპირუტყვდა და განიდევნა ძოვნად პირუტყვებრივის გემოთა მიმართ. მაშ, ვსცანით, რომ მარხვა ყოფილა სამოთხის მოქალაქობა და ცხოვრება, ვინაითგან ესე ესრეთ არს, ყოველი მმარხველი ბუნების წესრიგისა თვისის საზღვრებთა შორის უსათუოდ ხორცითა ამით სამოთხის მოქალაქეა.
|