ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი. ხოლო უკეთუ ნაცვალდ ამისა შენ ეძიებ ხორციელსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა, უკეთუ შენ ჰპოებ შენსა ნუგეშსა საჭმელსა, ანუ სასმელსა, ანუ შესამოსელსა ანუ სხვასა რომელსამე მსოფლიოსა კმაყოფილებასა შინა, მაშასადამე გულსა შენსა არ მიუღია მადლი ქრისტესი და არა გაქვს ნაწილი მათ შორის, რომელთათვის ჰსთქვა უფალმან: „ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20. 29).