ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწმუნოება ჩვენი იყოს იძულებითი, მას სურს რათა თვით გული ჩვენი მიგიზიდავდეს სახარებისადმი, რათა თავისუფლად, ჩვენითა განზრახვითა მივიდოდეთ მისადმი. მოკლედ ვსთქვათ, მას სურს, რათა ჩვენ მივიღოთ უმეტესი სასყიდელი და ნეტარება ჩვენითა სარწმუნოებითა.