
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: კეთილი საქმეები
საუბედუროდ, შენ სიკეთისა და მადლიანისა საქმისათვის არა გაქვს მოთმინება და ძალი, განა ცოდვასა და ბოროტებასა შინა ხშირად გამოაჩენ დიდსა ნიჭსა და მოხერხებსა. რაოდენ გზის, კაცი, შემხედველი შენისა ცხოვრებისა, იფიქრებს: ღმერთო, ეს კაცი რომ ასე არის მარჯვე და მოხერხებული ამაოთა, უქმთა და ცუდთა საქმეთა შინა, რაოდენსა კეთილსა ნაყოფსა და სარგებლობასა გამოიღებდა იგი ცხოვრებასა შინა თვისსა, რომ თვისი ნიჭი და ძალი მოიეხმარა კეთილისა და სასარგებლოისა საქმისათვის. მაშასადამე, თუ გსურს, ძმაო, რომელ კეთილი რაიმე ნაყოფი გამოიღო შეძლებისამებრ შენისა და მით აღასრულო შენი დანიშნულება კეთილისა და მართლისა საქმისათვის, იხმარე ყოველი, რაც მოგცა ღმერთმან ღონე და ნიჭი.