image

თემა: რწმენა

საკვირველი მოქმედება აქვს სარწმუნოებასა და სასოებასა გულსა შინა კაცისასა. გლახაკსა, ღარიბსა, დავრდომილს ლაზარეს (შდრ. ლუკ. 16, 19-31) სარწმუნოება ესოდენ აღამაღლებს და განსწმედს, რომელ თუმცა სხეული მისი არის უსახო და წყლულებითა აღვსებული, გარნა სულითა და გულითა იგი დაემსგავსა ანგელოზთა ცათასა, მაშინ ოდესაც მდიდარი კაცი, შემოსილი ბრწყინვალედ ბისონითა და ოქრომკედითა, დაემსგავსა სულითა და ყოფაქცევითა უგუნურსა პირუტყვსა მისთვის, რომ იგი იყო მოკლებული სარწმუნოებასა, არ ახსოვდა მას მომავალი ცხოვრება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები