
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
კაცის ცხოვრება გაგრძელდება მომავალსა საუკუნესა შინა. ღარიბი, რომელი აქ ითმენს და სულგრძელ არს, მიიღებს იქ თვისსა ჯილდოსა; მდიდარი, უწყალო და ურწმუნო დაისჯება მომავალსა ცხოვრებასა შინა. მომავალი ცხოვრება რომ არ იყოს, მაშინ კი სწორედ უგუნური, აუაზრო და მახინჯური იქმნებოდა ცხოვრება და ბედი კაცისა ქვეყანასა ამას ზედა. მაშინ ღარიბს და ბედკრულს კაცს თავის ბედის წყევისა და გინების მეტი აღარაფერი საშუალება არ დარჩებოდა ამ ქვეყანაზე. გარნა, მადლობა ღმერთს, მომავალსა საუკუნესა შინა გასწორდება ყოველი.აქაური უმართლო საქმე, იქ გამართლდება, იქ მოიმკის ყოველი კაცი რაიცა აქ დასთესა.