წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ლოცვა

ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა

ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური, და დათრგუნავს, მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვით ჟამსა მყუდრო, წრფელი ლოცვისასა კაცის გულში დადუმებულია უნებლივად ყოველი ვნება და ცოდვა, და თუ კაცი ხშირად განიმეორებს მხურვალებით ლოცვასა, მაშინ სრულიად დაიძინებს და დაიმალება მის შორის ცუდი სურვილი და ყოველი გულისთქმანი. როგორადაც გაზაფხულის მზე გაათბობს ჰაერსა, განსდევნის ნისლსა ზამთრისასა და გამოიხმობს მიწისაგან მცენარეთა, აღაყვავებს ხეხილსა, მზგავსადვე სითბო ლოცვისა დაადნობს და განსდევნის კაცის სულისაგან ნისლსა და სიბნელესა ცოდვისასა, გამოიხმობს მისი გულისაგან ყოველსა კეთილსა ჰაზრსა და წმინდასა განზრახვასა.
 
თემატური კითხვები
0